ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი „სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის„ ფინალისტია


ქალაქ ხაშურის, N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი „სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის„ ფინალისტია.

კონკურსის ფარგლებში, ვიდეორგოლისთვის ფინალისტებმა რამდენიმე პროფესიულ კითხვას უპასუხეს.

მორის დანდურიშვილისთვის სკოლა უკეთესობისკენ შეცვლილ გარემოს და თემს ნიშნავს, სადაც თითოეულ მოსწავლეს თანაბარი დრო ეთმობა.

  • რას ნიშნავს თქვენთვის სკოლის ლიდერობა?

ჩემთვის სკოლის ლიდერობა ნიშნავს, რომ უკეთესობისკენ ცვლი გარემოს და იმ თემს, სადაც შენი სკოლა მდებარეობს.

  • რას ნიშნავს თქვენთვის კარგი სკოლა?

ჩემი წარმოდგენით კარგი სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს თითოეულ მოსწავლეზე, სადაც უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოა. ასევე, გარემო, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. სკოლა, სადაც თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა და ურთიერთსწავლება თანაბრად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის. სკოლა, რომელიც ღიაა ცვლილებებისთვის.

  • რას ისურვებდით თქვენი სკოლისთვის?

ჩემი სკოლისთვის ვისურვებდი, მრავალფეროვან მატერიალურ საგანმანათლებლო რესურსებს, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პრაქტიკულად განახორციელონ ცოდნის ტრანსფერი.

  • რას ურჩევდით დამწყებ კოლეგებს?

დამწყბე კოლეგებს ვურჩევდი ნუ იმუშავებთ უბრალოდ სკოლის დირექტორებად, არამედ იყავით საგანმანათლებლო ლდიერები.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი პროექტს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია სკოლის მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება გრანპრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი.

სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.


)