ამირან სალუქვაძე - ოპოზიციის ბრძოლა ალბათ, არა არჩევნების მოსაგებად, არამედ მეორე ადგილისთვის, ანუ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის იქნება


საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

 

- პირველ რიგში ვისარგებლებ თქვენი ტრიბუნით და მსურს კოლეგებს მოვუწოდო თავი შეიკავონ აპოკალიპტური სცენარებისგან. ნუთუ არ მოგბეზრდათ ათასჯერ გადაღეჭილი ე.წ. სცენარები, რომლებშიც საუბრობთ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებაზე, გზების გაჭრაზე და სხვა? ამ ყველაფერს იმეორებთ ყოველ ჯერზე, როცა კონფლიქტის მხარეები ისვრიან. წლებია იწყებთ რეგიონულ ომს. პროგნოზებია თუ ასტროლოგია ყავაზე?!

ალბათ უკვე მიმიხვდით, რომ, ისევე როგორც 2016-ში და შემდგომ წლებში, არც ახლა მოველი იმაზე მეტს, რაც ხდება, ან უკვე მოხდა. მკითხველს შეუძლია ეს შეფასება სოციალურ ქსელში გადაამოწმოს, იხილოს რა რამდენიმე დღის წინანდელი ჩემი წერილი. არაა სიახლე არც თურქეთის მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, არც რუსეთის შუამავლობა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე, რუსეთი არაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული. დარეგულირებული კონფლიქტი კრემლს გავლენებს, ბერკეტებს დააკარგვინებს ან ერთ, ან ორთავე მხარეზე, რაც მას არ აწყობს. რუსეთი, ჩვეულ სტილში, აიარაღებს ორთავე მხარეს.

რუსეთი არაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული. დარეგულირებული კონფლიქტი კრემლს გავლენებს, ბერკეტებს დააკარგვინებს ან ერთ, ან ორთავე მხარეზე, რაც მას არ აწყობს. რუსეთი, ჩვეულ სტილში, აიარაღებს ორთავე მხარეს

კრემლის განცხადებით, ორთავე მხარის შეიარაღება ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს. ბავშვისთვისაც გასაგებია, რომ როცა ასე მცირე გეოგრაფიულ არეალზე თავმოყრილია მრავალი მილიარდის შეიარაღება, ის აუცილებლად გაისვრის.

თუმცა, რუსეთის ორმაგი სტანდარტები ჩვენს თავზე დაცდილი გვაქვს. მოკლედ, რეგიონული ომის, ან ფართომასშტაბიანი საბროძოლო მოქმედებების დაწყებას წინ ყოველთვის უძღვის ხილული თუ უხილავი ინდიკატორები. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, დავრჩები რამდენიმე დღის წინანდელ პოზიციაზე, - ჯერ ასეთი ინდიკატორების ერთობლიობას ვერ ვხედავ. თუ რაიმე შეიცვლება, შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება საქართველოს როლს, ასეთ სიტუაციაში ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარეს. ვითარების გართულება რეგიონში ჩვენთვის წამგებიანია, მით უმეტეს პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, როცა ეკონომიკის გამოცოცხლების მოლოდინში ვართ იმ ფონზე, როცა მსოფლიო ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს. საუბრობენ საქართველოს შუამავლობაზე. ეს არაა მარტივი, საჭიროა უკეთ გაერკვიონ მსგავს საკითხებში. თემას არ ჩავუღრმავდები.

სულ ახლახანს ახლო აღმოსავლეთშიკერძოდ სირიაში რუსეთ-თურქეთის კონკურენცია-კონფრანტაციის მორიგ გამოვლინებას ჰქონდა ადგილიყველაფერ ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი წრთვნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რუს დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავსრომ რუსეთში ანტიპუტინური აქციების დაწყების ფონზე კრემლის მმართველმა სადმე სამხედრო ავანტიურა დაიწყოსიმის ფონზერომ აშშ-ში ვითარება საკმაოდ არეულიაარც ევროპაშია დალაგებული ვითარებათქვენი დაკვირვებითრამდენად შეიძლება ეს გარემოებები აღმოჩნდეს საკმაირისი იმისთვისრომ რუსეთმა მორიგი ავანტიურის სცენად სამხრეთ კავკასია მიიჩნიოს?

- თუ "გიჟი თავისუფალიას" პრინციპით ვიმსჯელებთ, რა რიკოშეტს გააკეთებს კრემლი, უფალმაც არ იცის. თუ ლოგიკას მოვუხმობთ, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას გავაანალიზებთ, წინასაომარი ფონი არ შეიმჩნევა.

თურქეთ-რუსეთის ახლოაღმოსავლური დაპირისპირება მოსალოდნელი იყო, თავადაც იცოდნენ და ჩვენც ვწერდით, რომ მათ რამდენიმე წლის წინ მოახერხეს ურთიერთსაპირისპირო პრობლემების დროებით თაროზე შემოდება. ამ პრობლემების ნაწილმა მალევე იჩინა თავი სირიასა და ლიბიაში, რადგან მხარეებს ახლო აღმოსავლეთში საპირისპირო ინტერესები აქვთ.

რაც შეეხება კავკასიას, რუსეთი თურქეთს თავის ბერკეტებს დაანახებს, თუნდაც აზერბაიჯან-სომხეთის ამჟამინდელ დაპირისპირებაში. რაც შეეხება რუსეთის არმიის მასშტაბურ სწავლებებს, არაა სიახლე. 21-ე საუკუნის მეორე დეკადა გამოირჩევა ამ მხრივ.

ყოველ წელს ვადევნებთ თვალს სტრატეგიულ სწავლებებს, ხან ცენტრალურ რაიონში, ხან დასავლეთის, ხან სამხრეთის მიმართულებაზე. კუნთების თამაში, ძალის დემონსტრირება, რუსული დიპლომატიის განუყოფელ ნაწილად იქცა. მეორე მხრივ კრემლის აზრით, მასშტაბური სამხედრო მანევრები შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც დადებითად აისახება. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდები. არსებული დაძაბული ფონი შენარჩუნდება.

კრემლის აზრით, მასშტაბური სამხედრო მანევრები შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც დადებითად აისახება. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდები. არსებული დაძაბული ფონი შენარჩუნდება

მოგეხსენებაათ 2020 წელი საარჩევნო წელიარასაც რიგითი მოქალაქეები სატელევიზიო არხების საარჩევნო თემატიკის გაშუქებით ვგრძნობთსაარჩევნო თემატიკა დომინირებას ყველაფერშითქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ვითარებას და თქვენივე დაკვირვებითსავარაუდოდრით განსხვავდება იგი წინა წლებში წინასაარჩევნო ვითარებებისაგან?

- პირველი განსხვავება იმაშია, რომ არჩევნებამდე ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო საარჩევნო კამპანია. მგონი, 2018 წლის არჩევნებს შემდეგ არც შეწყვეტილა. მეორე განსხვავებაა, შედარებით ნაკლებია ზიზღის ენა. ალბათ შკლიაროვი წინ გველოდება.

მესამე სხვაობა ისაა, რომ ყველა კვლევებით მმართველი პარტია მეორე ადგილზე მყოფ ოპოზიციურ პარტიას სამჯერ უსწრებს. ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებით თუ ასეა, რეალური სურათი მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება. წინა არჩევნებზე ასეთი უპირატესობა არ ყოფილა. ვერც იმის შანსს ვხედავ, რომ ოპოზიცია ვითარებას გამოასწორებს.

ყველა კვლევებით მმართველი პარტია მეორე ადგილზე მყოფ ოპოზიციურ პარტიას სამჯერ უსწრებს. ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებით თუ ასეა, რეალური სურათი მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება. წინა არჩევნებზე ასეთი უპირატესობა არ ყოფილა. ვერც იმის შანსს ვხედავ, რომ ოპოზიცია ვითარებას გამოასწორებს

გადახედეთ ჩემს ძველ ინტერვიუებს. ოპოზიციამ არ ისმინა გაფრთხილებები, როცა ვსაუბრობდი, რომ თვითმარგინალიზაციის გზაზე იდგნენ.

მეოთხე განსხვავება ისაა, რომ წინა არჩევნებზე ოპოზიცია უფრო ახერხებდა კოორდინაციას. წელს, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია თვეების მანძილზე ისხდა ერთ ფანჩატურში, საბოლოოდ მთლად აირივნენ და ერთმანეთსაც კი დაერივნენ. ოპოზიციურ პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლა ალბათ, არა არჩევნების მოსაგებად, არამედ მეორე ადგილისთვის, ანუ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის იქნება.

ჩვენში საარჩევნო კამპანია კარგა ხანია დაწყებულიამაგრამ ფაქტიარომ პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოება ნაკლებადაა ჩართულისაჯარო სივრცეში მხოლოდ ისინი აქტიურობენვინც ძირითად ოპონენტებად მიჩნეული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები არიანშესაძლოა ვცდებოდემაგრამ რჩება შთაბეჭდილებარომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილს დიდად აღარც ხელისუფლება აინტერესებს და აღარც მისი ოპონენტებიახლა არჩევნებამდე თუ რამ ყველაზე შესამჩნევია პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გულგრილი და უემოციო დამოკიდებულებაეს უკეთეს შემთხვევაშითუ ადრე იმაზე ვსაუბრობდითრომ საზოგადოებაში იყო მესამე ძალის გამოჩენის მოლოდინიახლა ამაზეც არც არავინ სუაბრობსუარეს შემთხვევაში თვალშისაცემია პოლიტიკური კლასის მიმართ აპატია და ნიჰილისტური დამოკიდებულებათქვენი დაკვირვებითრა შეიძლება იყოს მიზეზი იმისარომ ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური კლასის მიმართ შეიმჩნევა აპატია და ნიჰილისტური დამოკიდებულება?

- 2018 წლის საარჩევნო კამპანიისას ვთქვი ერთ-ერთ ტოკ-შოუში, რომ საჭირო იყო ახალი ძალების, ახალი სახეების შემოსვლა პოლიტიკაში.

მქონდა მოლოდინი, რომ კიდევ ერთი წაგებული არჩევნების შემდეგ, პარტიები დაინახავდნენ განახლების აუცილებლობას. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. მოსახლეობას ვერ დავადანაშაულებ. პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების პრობლემაა. ისინი არიან დაცლილები ამ ათეული წლების მანძილზე. არანაირი სიახლე. ხალხს ვერ მოატყუებ.

ამომრჩეველი კარგად ხედავს ვინ რისთვის იბრძვის, ვის აწუხებს ქვეყანა, ხალხი და ვის არა. ამიტომ არჩევნებზე გამოჩნდება ამომრჩევლის ემოციებიც და სიბრძნეც.

ამომრჩევლი კარგად ხედავს ვინ რისთვის იბრძვისვის აწუხებს ქვეყანახალხი და ვის არა. ამიტომ არჩევნებზე გამოჩნდება ამომრჩევლის ემოციებიც და სიბრძნეც

სოციალურ ქსელში თქვენ არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრებარომ 2020 წლის არჩევნების შედეგად პოლიტიკური სპექტრი მნიშვნელოვნად გადალაგდება და განახლდებათავისთავად გადალაგება-განახლებაში ცუდი არაფერიამაგრამ როცა საუბარია განახლებაზეროგორც მინიმუმპოლიტიკურ სცენაზე უნდა ჩანდნენ ისინივინც უნდა აღმოჩნდეს პოლიტიკური სპექტრის განმანახლებელიუკანასკნელი 8 წლის მანძილზე ჩვენ ბევრი პრემიერები გამოვიცვალეთყველა მათგანზე ამბობდნენრომ ისინი იყვნენ რაც იყვნენმმართველ გუნდი დატოვეს ადამიანებმარომლებსაც ასე თუ ისეჰქონდათ ბმა და კავშირები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთანმათი ნაწილი კი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებშიმაგრამ არა ვარ დარწმუნებულირომ ისინი პარლამენტში მოხვდებიანთუ საუბარია იმაზერომ „ნაცებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ ჩააჩოჩებს არჩევნების შედეგებიისიც არ ჩანსთუ ვინ იქნებიან მათი ჩამჩოჩებლები და რით იქნებიან ისინი მათზე კვალიფიციურებიახლა ბევრი ცდილობს არა მარტო მომავალი პარლამენტისარამედ პოლიტიკური კლასის შემადგენლობის დანახვასმაგარამ ეს რომ ჭირს ფაქტიათქვენი დაკვირვებითსავარაუდოდროგორ გესახებათ არჩევნების შედეგად პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვნად გადალაგდება და განახლდება?

- არ მითქვამს, რომ აუცილებლად გადალაგდებიან. მოვუწოდებდი გადალაგებისკენ და თვითგანახლებისკენ. მათთვის სამწუხაროდ, ყურად არ იღეს. როცა ასეთ შეფასებებს აკეთებ, მტრად აღგიქვამენ. ეს მათი ნებაა.

შედეგებს ვხედავთ. როგორც ტვ „იმედის” ასევე „ფირმულას“ კვლევებით, ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ ცუდი შედეგები აქვთ. ახალი და ყველაზე ამბიციური პარტია "ლელო" 2%-ან რეიტინგს ეთამაშება. „ფორმულას“ გამოკითხვით ბოლოდან 9 პარტიას ჯამში 17% აქვს. გადალაგებულებიც არიან და გაშლილებიც. ოღონდ გააზრებას და განახლებას ვერ ახერხებენ.

როგორც ტვ „იმედის” ასევე „ფირმულას“ კვლევებით, ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ ცუდი შედეგები აქვთ. ახალი და ყველაზე ამბიციური პარტია "ლელო" 2%-ან რეიტინგს ეთამაშება. „ფორმულას“ გამოკითხვით ბოლოდან 9 პარტიას ჯამში 17% აქვს. გადალაგებულებიც არიან და გაშლილებიც. ოღონდ გააზრებას და განახლებას ვერ ახერხებენ

მთელი ეს პარტიები და ის პოლიტიკური სივრცე, რომელიც მათ უკავიათ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ მძევლად. ისევ ვრჩები ძველ პოზიციებზე. ჩვენ არ გვაქვს ნორმალური პოლიტიკური სისტემა, არ გაგვაჩნია მოსახლეობისთვის გასაგებ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიები. მგონი თავადაც არ იციან.

ყველა, ვინც ოდესმე პარლამენტში მომხდარა, ზედმეტად ამბიციურია. თუნდაც მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატები. ლამის ყველამ პარტია შექმნა. რისი იმედი აქვთ?

მოიფიქრებენ პარტიისთვის შესაფერ თავისუფალ დასახელებას, თითქოს მობილურის ან მანქანის ნომერს იღებენ და პარტიას აფუძნებენ. თუ თქვეს ჩვენ ვართ პროევროპულიო, ეს ჰგონიათ საკმარისი. ევროპაში არიან მემარცხენეები, მემარჯვენეები, ცენტრისტები, ცენტრსაცდენილები, ჩვენთან პროევროპულები და პრორუსულები. ამიტომ, სასაუბროც არაფერია. შიდაპარტიულ განახლებებზე ოპოზიციაში საუბარიც არაა. ამიტომ, ნახავენ შედეგებს.

თუმცა, პარტიების ლიდერებს, ანუ პარტიების მესაკუთრეებს აქვთ იმედი, რომ გადალახავენ 1%- და 1-2 ლიდერს შეიყვანენ პარლამენტში. სხვა მათ არაფერი ამოძრავებთ. სანამ მთელი ოპოზიციური სპექტრი გამანადგურებელ დარტყმას არ მიიღებს ამომრჩევლისგან, განახლებებს არ უნდა ველოდოთ.

ჩვენი პოლიტიკოსები თავისით, ამომრჩევლის დახმარების გარეშე, თავიანთ თავში ამ ძალას ვერ იპოვიან. ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს მსხვილ პარტიებს შორის საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, რათა აიძულონ პოლიტიკოსები, რომლებიც ნდობას ვერ მოიპოვებენ, გადაინაცვლონ უკანა ხაზზე. როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. იუმჯობესებ შედეგებს, ხარ პოლიტიკაში, იუარესებ, მიდიხარ.

„ოცნება“ არ მინდა, „ენმ“ არ მინდა და თვალდახუჭული ვინმეს შემოხაზვა, არაა სწორი გზა. ამიტომ, რადგანაც პარტიები თვითმკურნალობას ვერ ახერხებენ, წამალი ამომრჩეველმა უნდა გამოუწეროს.

„ოცნება“ არ მინდა, „ენმ“ არ მინდა და თვალდახუჭული ვინმეს შემოხაზვა, არაა სწორი გზა. ამიტომ, რადგანაც პარტიები თვითმკურნალობას ვერ ახერხებენ, წამალი ამომრჩეველმა უნდა გამოუწეროს

გასულ კვირას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანასრომლითაც საჭიროების შემთხვევაში მთავრობას 2021 წლის იანვრამდე ერთპიროვნულად აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობაასევე ხმაურიანი განხილვები იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისასრომლის თანახმადკომისიას შეეძლება ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოსმოდით საუბარი იმით დავიწყოთრომ მთავრობას აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებათქვენ როგორ შეაფასებდითმმართველი გუნდის ამ ნაბიჯს?

- თითიდან გამოწოვილი პრობლემაა. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ისრაელში, იაპონიაში, სხვა ქვეყნებში, მეორე ტალღასთან დაკავშირებით. დავუშვათ და ჩვენთანაც განმეორდა. რა გვირჩევნია, პარლამენტმა ისევ საგანგებო გამოაცხადოს და არჩევნები გადაიდოს, თუ მთავრობას ჰქონდეს საკმარისი უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის გარეშე მართოს ეპიდემიური სიტუაცია და შევსძლოთ არჩევნების ჩატარება?

- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას საკმაოდ ბევრი კრიტიკული შენიშვნები იქნა გამოთქმულიფაქტიარომ თავიდან იგი აშკარად ითვალიწინებდა ტელევიზიებში მმართველის დანიშვნასმაგრამ შემდეგ სხვაგვარად გადაწყდაამ თემაზე პარლამენტში გამართულმა დებატებმა ქვეყნის სატელევიზიო სივრცის პერესპექტივებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გააჩინათქვენ როგორ აღიქვით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები?

- ჩემი შეფასებით თავიდანვე არ ითვალისწინებდა ტელევიზიებში მმართველის დანიშვნას. ტელევიზია არსად იყო ნახსენები. უბრალოდ, ტელევიზიების მაუწყებლობისთვის იყენებენ ინტერნეტს და ვინც გააპროტესტა, თავად გადააკეთეს. შემდეგ გაერკვნენ და დაიწყეს კანონპროექტის განხილვა.

ამ კანონზე მსჯელობისას თვალში საცემი აღმოჩნდა 5%-იანი წილის გასხვისებათან დაკავშირებული დეტალებიკერძოდისრომ წილი კომუნიკაციების მარეგულირებლის გარეშე ვერ გასხვისდებამმართველი გუნდის წევრები და კომუნიკაციის მარეგულირებლის წარმომადგენლები აცხადებდნენრომ სახელმწიფო ინტერესებით ხელმძღვანელობდნენძალიან კარგი მაგრამ.... ქართულ სატელევიზიო სივრცეში რუსული გასართობი გადაცემების არხი კარგა ხანია მაუწყებლობსრომელზეც რუსული გადაცემები ქართულად ითარგმნებაგვახსოვს ამ თემაზე მარეგულირებლის არც მაინცამაინც დამაჯერებელი განმარტებივითარებაშიროცა რუსეთი საქართველოსა და მისთვის მნიშვნელოვან ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ლამის ღიად და დაუფარავად აწარმოებსთქვენი აზრითსახელმწიფოებრივი ინტერესები რამდენად იყო გათვალიწინებული მაშინროცა ქართულ სატელევიზიო სივრცეში რუსულ გასართობ არხს მიეცა მაუწყებლობის უფლება?

- არ ვიცი რომელ არხზე საუბრობთ. ყველა არხს არ ვუცქერი. ბევრი ტელევიზია მიმართავს მსგავს გზას. რომელი გადაცემაა, რომელზეც საავტორო უფლებები გვაქვს? გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" ნათარგმნი არაა? ან "ვანოს შოუ" და მსგავსი შოუები, ასევე გადმოკოპირებული არაა? წამყვანი ტელევიზიები, მ.შ. თავის თავს მედასავლეთეებს რომ ეძახიან, წლებია აჩვენებენ ქართულად ნათარგმნ საბჭოურ ფილმებს, ან თანამედროვე რუსულ სერიალებს. ასე რომ საფიქრალია და არ მივესალმები. ისევე როგორც არ მივესალმები ბილაინის შემოყვანას ბაზარზე. მოკლე მეხსიერება აქვთ?

მე კანონის მიზანი ზუსტად იმაში დავინახე, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ინტერნეტი, მობილური კავშირი და სხვა, არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მე კანონის მიზანი ზუსტად იმაში დავინახე, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ინტერნეტი, მობილური კავშირი და სხვა, არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ

მგონი ბიზნესმა, ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელებმა გაიგო ამ კანონის არსი და შეაჯერეს გარკვეული საკითხები, რასაც არ ეთანხმებოდნენ. კარგი იქნება მათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, თუ ხედავენ რაიმე პრობლემას უკვე საბოლოო ვერსიაში.

თუ მათი ხედვით კიდევ დარჩა პრობლემები, სიამოვნებით ჩავებმებით განხილვებში. ეს ბიზნესის, მარეგულირებლის და პარლამენტის სასაუბრო თემაა.


)