ტურნირი მინი ფეხბურთში „დურუს თასი 2020“ 9:2 დასრულდა


ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში მოყვარულთა შორის დურუს თასი 2020დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთსგომიდაგალაქტიკოდაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხაშურისგალაქტიკომანგარიშით 9:2 მოიგო და დურუს გარდამავალ თასს დაეუფლა. მესამე ადგილისთვის მატჩიოლდ სტარსადაკლასტერსშორის გაიმართა დაოლდ სტარისგამარჯვებით (5:2) დასრულდა.

გამარჯვებულებს პრიზები და შესაბამისი სინჯის მედლები გადასცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა. დურუს გარდამავალი თასიგალაქტიკოსფეხბურთელებს თენგიზ გოჩიაშვილმა - გარდაცვლილი ახალგაზრდის - დავით გოჩიაშვილის მამამ გადასცა, რომლის სახელსაც ატარებს ტურნირი.

დაჯილდოვდა ტურნირის საუკეთესო მეკარე, გალაქტიკო-ს მოთამაშე, თემურ ცაცანაშვილი, რომელსაც პრიზი საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მეკარემ ირაკლი ზოიძემ გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კიგალაქტიკოსფეხბურთელმა გოგა ლურსმანაშვილმა საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის - მამუკა მაჭავარიანისგან მიიღო.


)