"ყოველ წელს, ამ დროს ჩვენი ქალაქი განსაკუთრებით ფერადი და ხმაურიანია" - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია


"ყოველ წელს, ამ დროს, როცა შემოდგომა ძალას მოიკრებს და ხვავსა და ბარაქას უხვად შემოიტანს, ჩვენს ქალაქში ოქროს შემოდგომის დღესასწაული - ხაშურქალაქობა იმართება.

ყოველ წელს, ამ დროს ჩვენი ქალაქი განსაკუთრებით ფერადი და ხმაურიანია - სავსე მუსიკით, ცეკვით, ღიმილიანი ადამიანებით - სასურველი სტუმრებით და მხიარული მასპინძლებით.

2020-ში პანდემიამ მსოფლიო წესრიგი შეცვალა. ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ ჩვენს დღესასწაულზეც მოახდინა გავლენა და წელს ვერ შევიკრიბებით, მაგრამ უცვლელია ის სითბო, სტუმართმოყვარეობა და საკუთარი ქალაქის სიყვარული, რაც თითოეულ ხაშურელს გვაერთიანებს.

დღეს შევეცდებით გასული წლების ოქროს შემოდგომის კადრები გავაცოცხლოთ და ასე შეგიქმნათ განწყობა.

გვჯერა, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის შედეგად პანდემია მშვიდობიანად გადაივლის და მომავალ წელს, ისევ ამ დროს, მაშინ, როცა შემოდგომა ძალას მოიკრებს, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ხაშურქალაქობას!" - ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.


)