ხაშურის "ივერიამ" ქუთაისის "მართვე" დაამარცხა


2 ოქტომბერს ქ. ხაშურში (სოფელ ცხრამუხის სტადიონზე) ჩატარდა იმერეთის ღია ჩემპიონატი 2004 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ფეხბურთში. ერთმანეთს ხაშურის ,,ივერია''და ქუთაისის ,,მართვე '' შეხვდა.შეხვედრა ხაშურის ,,ივერიის'' გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში: 2: 1

გოლები თემურ შათირიშვილმა და უჩა ლომიძემ გაიტანეს.

ვულოცავთ გუნდს და მათ მწვრთნელებს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ ასპარეზობებზე.

მწვრთნელები: გიორგი ჩადუნელი და ლევანი ლომიძე.


)