"საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ, მცივა....აღარ მიხარია...." - ხათუნა გელაშვილი


"პოეზიიდან პოლიტიკაში... მცივა....

უკვე 4 თვეა ერთი ლექსიც არ დამიწერია... საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ, მცივა....აღარ მიხარია.... ტირილსაც გადავეჩვიე.... აღარც მეგობრები მყავს ახლოს, მენატრება სახლი, ჩემი ქარიანი ქუჩა, ეხლა არვიცი ვინ ვარ, პოეტი ათასი რომანტიული ახირებებით თუ, არშემდგარი პოლიტიკოსი რომელიც ვერ ეგუება უსამართლობას.... იბრძვის წრფელი გულითა და შიშველი ხელებით ბინძურ პოლიტიკურ ასპარეზზე.

და რა.... სჯერა კიდევ ვინმეს დაპირებების? გულწრფელობის.... სიყვარულის... ხალხის გვერდით დგომის?...

ამოდენა ჭაობში ვინმე შეამჩნევს ერთ სიკეთის მარცვალს?

ვიღაცას დააფიქრებს ეს ჩანაწერი? თუ სისუსტედ ჩათვლის....

ამ გადაწყვეტილებამდე ვიყავი ადამიანი ვისი სიტყვისაც ყველას სჯეროდა... ეს ის მდგომარეობაა სადაც ეჭვის თვალით გიყურებენ და გტკივა! ვიყავი ადამიანი რომელიც ყველას სასურველი სტუმარი იყო და ეხლა თავს გარიდებენ შიშის გამო და გტკივა! ვიყავი ადამიანი რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს და ეხლა უფლებაც არ აქვს ლუკმა პური უწილადოს მშიერს... ვიყავი ადამიანი რომელმაც მხოლოდ სიყვარულის ენა იცოდა და ეხლა ცდილობს შეინარჩუნოს..... ყველა სიტყვა გაზომოს და არ დაემსგავსოს სხვას....

-დიახ! ვიბრძვი რათა დავუმტკიცო ყველას ყოველგვარი ძალადობის, მოსყიდვის, დაშინებისა და სიძულვილის გარეშეც შეიძლება გახდე ხალხის რჩეული და ემსახურო ხალხსა და შენს რაიონს, იზრუნო მათზე, მათთან ერთად და მათი ტკივილი გტკიოდეს.... მათი სიხარული გახარებდეს.....

სულ რაღაც 25 დღე და ცესკო დაითვლის რამდენი ხმა მოაგროვეს ჩემმა ოპონენტებმა და რამდენი სიყვარული მოვაგროვე მე... რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ვიცი მათზე მეტად ფასეული და გულწრფელი იქნება ჩემი ხმები. არ მეცოდინება კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ, მე ყოველთვის ვილოცებ მათთვის, მეყვარება და მეამაყება, მერე?... მერე ალბად, მუზებიც დაბრუნდებიან, თოვლიც მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.... დილით ისევ ჩამოვიბან სახეს, ავწევ თავს და სარკეს ვეტყვი: -გაიღიმე... ისევ გათენდა.....კიდევ ერთი ახალი დღე იწყება ახალი იმედების საწინდარი!" - ხათუნა გელაშვილი


)