ნახეთ ვინ არის იდეალური პარტნიორი სასწორისთვის


სასწორი და ვერძი

ამ შემთხვევაში ვერძი ხვდება თავის ანტიპოდს ზოდიაქოს ნიშნებიდან. აგრესიულ ვერძს ძალიან უჭირს სასწორთან ერთად ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სულიერი განწყობებით ორივე პარტნიორი სხვადასხვანაირია და განსხვავებული შეხედულებელი აქვთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე ქორწინება მათ შორის ხშირია. ვერძებს იზიდავს სასწორების გარეგნული სილამაზე, ხოლო სასწორებს - სითამამე, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და ვერძის მებრძოლი სული. ეს კაშირი იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ იმოქმედებს «დემოკრატიულობის» და «თანაბარუფლებიანობის» პრინციპი, თუ ვერძი არ მოახდებს პარტნიორზე ზეწოლას, ხოლო სასწორები არ ეცდებიან ყველგან და ყველაფერში შეიტანონ «ჰარმონია», ყველაფერი დაალაგონ და გაასწორონ. უფრო შესაძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობა, ვიდრე ქორწინება.

სასწორი და ლომი

ლომის შემოქმედებითი მხარე კარგად ეწყობა სასწორის მხატვრულ და ესთეტიურ მოთხოვნებს. სუფთა ფიზიკური ასპექტი სიყვარულში უფრო მეტად ლომს აინტერესებს, ვიდრე მის პარტნიორს, მაგრამ სისხარტე და ვნებიანობა საშუალებას მისცემს ლომს დაიპყროს სასწორის გული. ორივე ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე და ლომი მათ შორის იქნება უფრო გავლენიანი. ფინანსურად გაუჭირდებათ, რადგან ორივე მფლანგველია და საკუთარი თავის წარმოჩენა უყვართ ამ მხრივ ყველგან. ყოველი მათგანი ეცდება აჯობოს მეორეს იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს. საძინებელში ლომი იქნება მბრძანებელი, მას ეს ზოგადად ძალიან მოსწონს.

სასწორი და მშვილდოსანი

ეს კავშირი სავსეა სიხარულით, თავისუფლებით, პატივისცემით. მშვილდოსანის თავგადასავლების სიყვარული ახდენს სასწორის სტიმულირებას, რომელსაც იზიდავს პარტნიორის სინაზე. მომხიბვლელი და ჭკვიანი სასწორი შეძლებს მშვილდოსნის ინტელექტუალური მხარის მიმართ აპელირებას და მარტივად მიიპყრობს მის ინტერესს. მათ შორის შესაძლოა ძალიან მყარი და საინტერესო კავშირი.

სასწორი და კურო

კურო სასწორში ხედავს თბილ, საიმედო პარტნიორს. სასწორები დაბადებულები არიან იმისათვის, რომ მოხიბლონ და გრძნობები გაუღვივონ საპირისპირო სქესს. ორივე ნიშანს მართავს ვენერა, თუმცა მათი მგრძნობელობა გამოიხატება სხვადასხვაგვარად. დიდი მსგავსებისა და ბევრი საერთო ინტერესის მიუხედავად, ხანგრძლივი ქორწინება მათ შორის წარმოუდგენელია სრულიად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული პრინციპების ქონის გამო. დროთა განმავლობაში, სასწორის გაუფრთხილებლობა და სიყვარულისადმი ზედაპირული დამოკიდებულება კუროს აღიზიანებს, ხოლო სასწორებს არ მოსწონთ კუროს მესაკუთრეობა. ამ ნიშნების რომანტიული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება.

სასწორი და ქალწული

სასწორი ძალიან პრიმიტიულად აზროვნებს, ზედაპირულია და ეს ქალწულს არ მოსწონს. სასწორს ფულის ხარჯვა უყვარს, მაშინ, როცა ქალწული ძალიან ხელმომჭირნეა. სასწორს მოუწევს მუდმივად მოისმინოს ქალწულის მხრიდან კრიტიკა, რის გამოც ჩათვლის, რომ მას არ უყვარს. ქალწული თავშეკავებული და პრაქტიკულია, რაშიც სასწორი პირად შეურაცხყოფას ხედავს. ქალწულის ამ თვისებების გამო სასწორი მალე დაიწყებს ახალი პარტნიორის ძებნას, რომელსაც უფრო მეტად ეყვარება სიავმონების მიღება და გართობა. ამ წყვილის კავშირს მომავალი არ უწერია.

სასწორი და თხის რქა

სასწორს იზიდავს თხის რქის სექსუალურობა, თუმცა აქ მთავრდება ყველაფერი, რადგან სასწორს ყურადღება და ალერსი სჭირდება, თხის რქა კი თავის გრძნოებებს არ ამჟღავნებს. აქედან გამომდინარე ურთიერთგაგება ნაკლებად აქვთ. სასწორი ზარმაცი და მოდუნებულია, რაც იწვევს მიზანდასახული და პრინციპული თხის რქის აღშფოთებას. სასწორს ურთიერთობები და ღამის ცხოვრება უყვარს, თხის რქა განმარტოებით ყოფნისას გრძნობს მეტ კომფორტს ან ახლო მეგობრების ვიწრო წრეში. მათ შორის შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი რომანი.

სასწორი და ტყუპები

ეს წყვილი ჰარმონიულია არამარტო ინტელექტუალურ ასპექტში, ასევე ყველა სხვა დანარჩენში. ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ და სიამოვნებას იღებენ მსუბუქი, სასიამოვნო რომანისგან. არცერთი მათგანი არ არის მიდრეკილი კონკურენციისკენ და შესაბამისად თანხმობა და ურთიერთგაგება ექნებათ. ნაზები არიან, უყვართ გართობა, მოგზაურობა და წვეულებები. სექსში თავისუფლები არიან, არ ეჭვიანობენ, ერთმანეთს ზედმეტ მოთხოვნებს არ უყენებენ. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ორვე საკმაოდ მფლანგველია. ყველა დანარჩენ ასპექტში კავშირი არის იდეალური.

სასწორი და სასწორი

ერთნაირად ექსპანსიურები, ცოცხლები, ურთიერთობის მოყვარული, ფუფუნებისა და ნაირფეროვანი ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიშნები სექსუალურ ცხოვრებაშიც დიდ სიამოვნებას ანიჭებენ ერთმანეთს. თუმცა სიყვარულში ამ წყვილს ბევრი თეატრალური მომენტი აქვს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არცერთს არ უნდა რეალობისთვის თვალებში ჩახედვა. დიდი მსგავსების გამო, მათ ურთიერთობაში მოწყენილობაც ბევრი იქნება. მაგრამ თუ ორივე მოძებნის სტიმულაციისთვის დამატებით საშუალებებს, რაც დააკმაყოფილებს მათ გემოვნებას, კავშირი შეიძლება საინტერესო იყოს.

სასწორი და მერწყული

თამამი, ექსპერიმენტების მოყვარული მერწყული გამოაცოცხლებს ზარმაც, მაგრამ მგრძნობიარე სასწორს. ამ წყვილს ბევრი რამ აერთიანებს. ისინი სიამოვნებას მიიღებენ როგორც მეგორბული ისე პარტნიორული ურთიერთობისგან. ყოყმანის მოყვარულ სასწორს ახარებს ის ფაქტი, რომ მერწყულს თამამად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ქორწინებისთვის მათი ურთიერთბა ხელსაყრელია.

სასწორი და კირჩხიბი

ისინი სრულიად სხვადასხვა განზომილებებში ცხოვრობენ: კირჩხიბს უნდა სიყვარულში ნათელი გრძნობების გამოცდა, სასწორი კი სრულ ინტელექტუალურ სიახლოვეს ეძებს, არ ესმის კირჩხიბის ხასიათის ცვალებადობა, რომელიც თავდაჯერებულობას ვერ გრძნობს სასწორის ემოციურად ცივი დამოკიდებულების გამო. ქარაფშუტა სასწორისთვის კირჩხიბი ზედმეტად ემოციური და ეჭვიანია. ორივე ნიშანს უყვარს ლამაზ სახლში ცხოვრება, თუმცა სასწორს უფრო მეტად იზიდავს წვეულებები, სტუმრები და გვერდითი სიამოვნებები. როცა კირჩხიბი მის გაკრიტიკებას იწყებს, ხშირ შემთხვევაში მათი ურთიერთობა სრულდება და ისინი ახალი პარტნიორის ძიებას იწყებენ.

სასწორი და მორიელი

სიყვარულში მორიელის სიხისტე თავიდან აღიზიანებს სასწორს, რომელიც მუდმივად ეძებს ყურადღების ახალ ფორმებს. მორიელი მგრძნობიარეა და ბრაზსაც მარტივად ანთხევს, რაც სასწორისთვის მიუღებელი და აუტანელია. მორიელი ძალიან მესაკუთრეა და შეეცდება შეყვარებული სასწორის დამორჩილებას, რომელსაც მბრძანებლობა კი არა მრავალფეროვნება, გაგება და სითბო სჭირდება, რის გამოც ის არ დარჩება მორიელის გვერდით. სასწორის კეკლუცობა და სექსისადმი ფრთხილი დამოკიდებულება აღიზიანებს მგრძნობიარე მორიელს, ამის გამო ის კიდევ უფრო ეჭვიანი და აგრესიული გახდება და სასწორს ან დანებება მოუწევს ან წასვლა.

სასწორი და თევზები

მათი რომანი მშვენივრად იწყება, რამდენადაც ორივე სენტიმენტალური და ნაზია. ორივეს აქვს სურვილი თავიანთი რომანტიკული წარმოდგენები რეალობაში გადმოიტანონ. თუმცა თევზებს ძლიერი ხელი სჭირდებათ, მხარდაჭერას და ყურადღებას ელიან, რაც სასწორს მოსაწყენად მიაჩნია. სასწორი გართობის მოყვარულია, თევზები კი უფრო ჩაკეტილი, სიმყუდროვის მოყვარული. სექსუალურ ურთიერთობებში სასწორს უწევს წამყვანი როლის დაკავება, რაც ძალიან აღიზიანებს. ამ წყვილის ურთიერთობა ხშირად განქორწინებით ან დაშორებით სრულდება.

ნახეთ ვინ არის იდეალური პარტნიორი ვერძისთვის, თხის რქისთვის, ლომისთვის, მშვილდოსნისთვის, კუროსთვის, ქალწული, ტყუპები, მერწყულისთვის, კირჩხიბისთვის, მორიელისთვის, თევზებისთვის.


)