ხაშურში დიდ ეკრანზე საქართველო ბელარუსის მატჩის პირდაპირი ტრანსლირება გაიმართება


დღეს, 8 ოქტომბერს საღამოს 20 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ყაზბეგის ქუჩის სკვერში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე საქართველო ბელარუსის მატჩის პირდაპირი ტრანსლირება გაიმართება.

" ფეხბურთის ხაშურელ გულშემატკივრებს შეუძლიათ ერთად უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს ამ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში.

დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ყველა რეგულაცია." - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.


)