"ჩემმა აქტიურობამ ბევრი რამ შეცვალა ამ ქალაქში" - ზაზა მეხრიშვილი


სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტში აღნიშნულია, რომ ხშირად საყვედურობენ აქტიურობის გამო. მისი აზრით კი მისმა აქიურობამ ბევრი რამ შეცვალა ხაშურის მუნიციპალიტეტში.

"ხაშურში მსაყვედურობენ რატომ ვაქტიურობ წლების განმავლობაში მაინც ვერაფერს ვერ შევცვლი.

სხვათაშორის მე ეგრე არ ვფიქრობ.ზუსტად ვიცი რომ ჩემმა აქტიურობამ ბევრი რამ შეცვალა ამ ქალაქში. ყველაფერს ვერც დავწერ და ვერც ვიტყვი.

ჩემი თავის პიარიც ნაკლებად მაინტერესებს.

უბრალოდ მე მიყვარს ჩემი ქალაქი სხვებისგან განსხვავებით და პირადული და მატერიალური ინტერესიც არასოდეს მქონია.

რატო უნდა ვიყო მადლიერი ოცნების ხელისუფლების ვერ ვხვდები. რა გამიკეთეს ხაშურში რა?

მივცე ამ მთავრობას ხმა ?,იმსახურებს რო.ჩემი და ხაშურელების ხმას?

რასც დათესა ხაშურის ოცნების თავიჯდომარემ და ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა იმას მოიმკის ოცნება 31 ოქტომბერს.

გავაკეთოთ სწორი არჩევანი აღარ შევცდეთ." - წერს ზაზა მეხრიშვილი.


)