"რთულია მოსწონდე მას ვისაც ეუბნები რომ ჭაობშია და ადამიანური სახე აქვს დაკარგული" - ნიკა მოსიაშვილი


ყველაზე მეტად მაინც იმაზე მტკივა გული, იმის მტკიცება რომ მიწევს რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს, რადგან გირჩის პოლიტიკოსი ვარ (კაი კაცია, მარა გირჩში რა უნდა-მწყინს).

განა ვწუწუნებ, არა.

მე ვიცი რომ ასე უნდა ყოფილიყო.

სხვაგვარად ვერ იქნებოდა.

რთულია მოსწონდე მას ვისაც ეუბნები რომ ჭაობშია და ადამიანური სახე აქვს დაკარგული, იმაზე მეტად ვინც ეუბნება რომ ჭაობში ყოფნა კარგია და სიბრძნეა.

მე ერთი რამ ვიცი და მჯერა, რომ სიმართლის, მორალის, განვითარების მხარეს ვარ მეც და გირჩიც.

თუ ამას ადრე მიხვდება ჩვენი საზოგადოება, ადრე გვეშველება.

თუ გვიან მივხვდება, გვიან გვეშველება.

თუ არასდროს მიხვდება, არასდროს გვეშველება.

დღევანდელი დღეები იწერება ისტორიაში და ის დაარქმევს ყველაფერს სახელს (იმედი მაქვს).

უბრალოდ ხომ შეგვიძლია მანამ რამეს მივხვდეთ, ვიდრე მომავალი წარსულად არ გარდაიქცევა და გვიანი არ იქნება?!

ხომ შეიძლება უკვე არსებულ წარსულს და აწმყოს მივადევნოთ თვალი და გავიაზროთ, რომ "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა?!" - გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა მოსიაშვილი.


)