"როდესაც დახმარებას მთხოვენ და მეუბნებიან, რომ მრავალშვილიანი დედაა,ყოველთვის მძიმეა ჩემთვის მათთან მისვლა" - უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ოჯახი


"როდესაც დახმარებას მთხოვენ და მეუბნებიან, რომ მრავალშვილიანი დედაა,ყოველთვის მძიმეა ჩემთვის მათთან მისვლა. ყველაზე მეტად გამოვყოფ ამ 5 ბავშვს, რადგან მათი მდგომარეობა ყველაზე მეტად რთულია იმ ოჯახებთან შედარებით სადაც მე ვყოფილვარ.დიდიხანი ვეხვეწე ეთქვათ რა გაეხარდებოდათ, რომ მათთვის მიმეტანა. მაგრამ არ მითხრეს იმის მიუხედავად რომ ბევრი რამ აკლიათ.ჩვენ კი მათ შაბათს გავახარებთ , მაგარამ ერთ დღიანი ბედნიერება ვერ აუნაზღაურებს იმ დღებს რისი გადატანაც მოუწიათ და მოუწევთ.ამ ქვეყნიურ უსამართლობას ვერ ვიტან" - წერია საქველმოქმედო გვერდის "სიკეთე გვაერთიანებს" Facebook პოსტში.


)