ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა


ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში 8 სამგზავრო ლიფტის აღდგენა შეკეთების სამუშაოებისთვის დეფექტური აქტებისა და სახარჯთარღირცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალიტეტმა შესყიდვები 9 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო წინადადებების მიღება 17 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით განცხორციელდება.

შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 1694.00 ლარია.


)