„პოლიტიკური ტაქსი“ - ახალი იდეა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისგან


„გირჩის“ წარმომადგენელმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხაშურსა და ქარელში, ნიკა მოსიაშვილმა პოლიტიკური ტაქსტით დაიწყო ხალხის გადაყვანა.

ამის შესახებ მან თვითონ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის თავისი მანქანით ამგავრებს ხალხს სასურველ ადგილამდე.

„პოლიტიკური ტაქსტი“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელშიც მაჟორიტარობის კიანდიდატი მოისმენს მგზავრების და პრობლემებს. ასევე, არჩევნების მნიშვნელობაზე, პარტიაზე და სხვადასხვა თემებზე გაესაუბრება.

მოსიაშვილის თქმით, ნებისმიერი სახის ჩარევა აღქმული იქნება, როგორც ხელისშეშლად წინასაარჩევნო კამპანიაში.


)