ჯორჯო არმანის ფრაზები ცხოვრებაზე, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ


დიზაინერი ჯორჯო არმანი 40 წელზე მეტია მოდის ინდუსტრიაშია და ამ პერიოდის განმავლობაში მან ნამდვილი იმპერია შექმნა, რომლის გარეშეც მოდა წარმოუდგენელია. ამბობს, რომ ყოველივე შემოქმედებითი აზროვნების უნართან ერთად, შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის დამსახურებაა.

გავეცნოთ ლეგენდარული დიზაინერის შთამაგონებელ ფრაზებს, რომლებიც შესაძლოა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.

  • მეშინია ქაოსისა და მოუწესრიგებლობის. სტრუქტურა, წესრიგი საშუალებას მაძლევს ვიყო უფრო თავისუფალი და პროდუქტიული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფრის კონტროლი შემიძლია.“
  • კინო, ეს მაგიის ერთგვარი ფორმაა. ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ფილმების გარეშე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ვერ გავხდებოდი ის კაცი და დიზაინერი, რომელიც დღეს ვარ.“
  • მე ვათავისუფლებ ქალებსა და კაცებს ბარიებისგან და ეს ეპოქალური ცვლილებების მიზეზი ხდება.“
  • ყველაფერს ვნებითა და ჟინით ვაკეთებ და ყოველივე კომბინირებულია დეტალებზე მანიაკალურ კონცენტრაციასთან.“
  • სტილის ჩემეული ხედვა არის მკაფიო და ჩამოყალიბებული და აისახება ყველაფერში, რაც ჩემს სახელს ატარებს.“
  • მოდით, არ დაგვავიწყდეს, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ადამიანებს რაღაც ავთენტური, სასარგებლო და ლამაზი ჩავაცვათ.“
  • ამ გზას დიდების მოსაპოვებლად არ დავდგომივარ, არც ფული ყოფილა მიზეზირაღაცის შექმნაეს არის ის, რაც ყოველთვის მავსებდა მოტივაციით.“
  • ფულით ვერ იყიდი ელეგანტურობას.“
  • როდესაც მივხვდი, რომ მოდა შეიძლებოდა ჩემი საქმე ყოფილიყო, რომ შემეძლო ჩემი სახელი დამეტოვებინა ინდუსტრიაში, ძალიან მოვინდომე და ამ საქმეს ჩემი ცხოვრების ნაწილი შევწირე. თუმცა უნდა ვთქვა, თავიდან რომ ვიწყებდე, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი.“
  • მე სამოსს რეალური ადამიანებისთვის ვქმნი. მუშაობის დროს ყოველთვის ვფიქრობ მომხმარებელზე. არ არის ღირებული სამოსი და ასესუარი, რომელიც არ არის პრაქტიკული.“


)