სატივის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს - ფოტოები


ხაშურის მუნიციპალიტეტის, სატივის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს გაეცნენ და ასე გადადგეს პირველი ნაბიჯები ქართული ენის დამწერლობის ზღაპრულ სამყაროში.

პედაგოგმა სოფო ლომსაძემ ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა თავისი პაწაწუნებისთვის ანბანთან შეხვედრა დაუვიწყარი ყოფილიყო.

გაკვეთილი სატივეს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის უაღრესად საინტერესო და ასევე, სახალისო აღმოჩნდა, რადგან თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში; ცდილობდნენ, სოფო მასწავლებლის ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდათ და შემდეგ, ასეთივე ენთუზიაზმით პასუხობდნენ მის ყველა კითხვას.

ერთი სიტყვით, სატივეს საჯარო სკოლის პირველკლასელთა შეხვედრამ მშობლიურ ანბანთან საოცარ გარემოში ჩაიარა და ალბათ, თითოეულმა მათგანმა, გულში პირობაც დადო, რომ უკეთ უნდა ისწავლოს, რათა უკეთ გაიცნოს სოფო მასწავლებლის მიერ ახსნილი ქართული ანბანის ჯადოსნური სამყარო.

წყარო : etaloni.ge


როგორ ვუმკურნალოთ სურდოს
)