"მე ვიცი რომ საზოგადოებას უნდა ხელისუფლების შეცვლა"- ნიკა მოსიაშვილი


"მე ვიცი რომ საზოგადოებას უნდა ხელისუფლების შეცვლა.

მე ვიცი საზოგადოების განწყობები რადგან ყოველდღიურად მაქვს საზოგადოებასთან შეხება, უამრავ ადამიანს ვესაუბრები და ვიცი მათი სურვილი და მზაობა ხელისუფლების შესაცვლელად.

მე ისიც ვიცი, რომ "ქართული ოცნება" ყველა ღონეს ხმარობს ხელისუფლებაში დარჩეს.

ვიცი რომ მიდიან გაჭირვებულ ადამიანებთან და ოპერაციბის, ეტლების, წამლების დაფინანსების სანაცვლოდ ხმებს ითხოვს მათგან.

ვიცი რომ ქართული ოცნება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს.

საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ხალხს აიძულებს ხმები მოაბილიზონ ქართული ოცნების სასარგებლოდ.

მიუხედავად ამისა, საზოგადოება მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად.

და თუ არჩევნების მერე "ქართული ოცნება" კვლავ უმრავლესობით დარჩება რა უნდა ვიფიქრო?

უნდა ვიფიქრო, რომ პატიოსნად ჩატარდა არჩევნები?

ცხადია არა." - გირჩის მაჟირიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა მოსიაშვილი.

No description available.


)