"სირცხვილია, ბატონო ზაალ" - კახა კოჟორიძე დუგლაძეს უპირისპირდება


"სირცხვილია, ბატონო ზაალ ზაზა დუგლაძე / Zaal Zaza Dugladze!

რამდეჯერაც ოცნება და მისი კანდიდატი გავაკრიტიკე, გამოხტა მათ მიერ დაფინანსებული ფეისბუქ გვერდი და ტრადიციული შავი პიარითა და ტყუილით ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობენ. ამჯერად მეტი ეფექტისთვის თვალებიც ჩამიშავეს. დისკუსია, დებატი, მსჯელობა არ შეუძლიათ. სამაგიეროდ შავი პროპაგანდა და ტყული შეუძლიათ!

თან ამას აკეთებენ ხაშურელების სახელით. ოცნების დაფინანსებულ გვერდსაც ,,ხაშურელები“ დაარქვეს. ახლა, აგვისტოს ბოლოს შექმნეს ეს გვერდი. ჯერ მხოლოდ ეკლესია-მონასტრების ფოტოები დადეს, მერე ნაზუქის და მერე ჩემი ლანძღვაც მიაყოლეს (თან მხოლოდ ჩემი!). ისიც თქვეს, რომ თითქოს ხაშურელებს ,,ლარ-ნახევრად გაყიდულები“ ვუწოდე. ეს ტყუილია. მე რაც ვთქვი, საჯაროდ დევს ჩემს გვერდზე, ქვემოთ არის ლაივი და ყველას შეუძლია ნახვა. ამ გვერდის მიერ დაწერილი კი არის ტყუილი. სულ ეს არის მათი ინტელექტის ჰორიზონტი...

თუმცა, მე მადლობას ვეუბნები ამ გვერდს, ოცნების ტროლების ფაბრიკას, მათ კანდიდატს, რომ საკუთარი ქმედებებით სულ უფრო მეტად არწმუნებენ ხაშურის, ქარელისა და გორის ამომრჩეველს, რომ ერთადერთი სწორი არჩევანი არის 56!

დარწმუნებული ვარ, ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, გაარჩვს ტყუილ-მართალს, დაინახავს მწარე რეალობას და მომავალის პერსპექტივას!

ჩემი მხრიდან ბრძოლა იქნება ბოლომდე!

გააკეთეთ სწორი არჩევანი!" - წერს კახა კოჟორიძე.


)