ფრაზები, რომლებიც რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ უნდა უთხრა


როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ და ახლობლების მხარდაჭერა გვჭირდება, ასეთ დროს სიტყვები მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სანამ ვინმეს გაამხნევებთ, დაფიქრდით. ხშირად ადამიანები გამხნევების ნაცვლად, პირიქით, ერთმანეთს თავს უფრო ცუდად აგრძნობინებენ. ნახეთ, ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები, რომლებიც რეალურად ნეგატიურად ზემოქმედებენ:

ცუდად არის შენი საქმე: ეს ფრაზა უფრო მეტად უსვამს ხაზს იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც მისი ადრესატი იმყოფება.

ზუსტად ვიცი, რასაც გრძნობ: თუ ამ ფრაზას ხშირად ამბობთ, ნიშნავს, რომ სხვისი გასაჭირის ჟამს, მაინც საკუთარ თავზე საუბრობთ.

დრო ყველაფრის მკურნალია: ეს ფრაზა განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც დანაკარგს განიცდიან.

შეიძლება ამაზე უარესიც მომხდარიყო: იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ თქვენი ახლობლის სიტუაციაზე უარესი რაღაცებიც მომხდარა, არაფრით ეხმარება დაზარალებულს.

არასდროს მომწონდა: როგორც წესი, ასე ამშვიდებენ მეგობარს შეყვარებულთან დაშორების შემდეგ. ამ დროს ჩნდება კითხვა, თუ არასდროს მოგწონდათ, მაშინ აქამდე რატომ სდუმდით?

შენთვის საუკეთესო მინდა: ამ ფრაზას ხშირად მშობლები მაშინ იყენებენ, როდესაც დაუკითხავად იჭრებიან თქვენს პირად სივრცეში და იმ საკითხში ცდილობენ დახმარებას, რომლის შესახებაც არაფერი იციან.

ხომ გეუბნებოდი!”: გასაჭირში მყოფ ადამიანს ეს ფრაზა მხოლოდ აბრაზებს და აღიზიანებს. ეს ნიშნის მოგება უფროა, ვიდრე გვერდით დგომა და გამხნევა.


)