"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მხარს მიჭერს და მიჭერდა" - ნიკა მოსიაშვილი


"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მხარს მიჭერს და მიჭერდა, რომელიც წავიდა არჩევნებზე და ხმა მე და გირჩს მოგვცა.

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს

შედეგი უსამართლოა.

ყველას მოგეხსენებათ, თქვენს თვალწინ ხდებოდა გაყალბება, არჩევნებამდე, არჩევნების დღესაც და მას შემედეგაც - როცა ოქმების შედეგები არ აისახა საბოლოო შედეგებზე.

მე არ მქონდა ილუზია რომ გავიმარჯვებდი.

ჩემი ამოცანა იყო ჩემი ხალხისთვის ამეხსნა გირჩის შესახებ და გამეცნო საკუთარი თავი. რაც ვფიქრობ ასე თუ ისე ცუდად არ გამომივიდა.

ბრძოლა არ წყდება, ბრძოლა გრძელება.

გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის, თქვენთვის, ადამიანებისთვის, თქვენი ღირსებისა და უფლებებისთვის.

ძალიან მიხარია რომ ამ ბრძოლაში ბევრი ხალხი ავიყოლიეთ გირჩმა და მე.

თავისუფლებისთვის მებრძოლთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება." - წერს ნიკა მოსიაშვილი სოციალურ ქსელში.


)