თუ უძილობა გაწუხებთ და მშვიდი ძილი გენატრებათ, ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეთ


ძილის დანიშნულება ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღდგენაა.

ზრდასრულს 8 საათის განმავლობაში უნდა ეძინოს. უძილობის გამო იზრდება დეპრესიის, შფოთვისა და სხვა ნევროლოგიური პრობლემების განვითარების რისკი.

ამ დროს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი მნიშვნელოვნად ქვეითდება – დაღლილია, გაღიზიანებული და საქმეზე კონცენტრირება უჭირს.

თუ ვერ იძინებთ ან ღამით ხშირად გეღვიძებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს კონსულტაციისთვის.

იხილეთ რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაცია:

  • ძილის წინ მობილურით, ტელევიზორითა თუ ლეპტოპით არ ისარგებლოთ. დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე უარი თქვით თანამედროვე ტექნოლოგიებზე;
  • სომნოლოგთა (სომნოლოგია – მეცნიერების დარგი, რომელიც ძილს შეისწავლის) აზრით, საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს საათი;
  • არ დალიოთ საღამოს ყავა, რადგან ეს გემრიელი სასმელი კოფეინს შეიცავს;
  • შეეცადეთ, დაახშოთ ნებისმიერი ტიპის ხმაური და თუ საჭირო გახდა ხმაურის დასახშობი სპეციალური საცობიც გამოიყენეთ;
  • მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი, მოერიდეთ დღის განმავლობაში დაძინებას;
  • გაითვალისწინეთ, რომ სინათლე ახშობს ძილის ჰორმონის მელატონინის დონეს, შესაბამისად, აუცილებელია საძინებელში დაჩრდილოთ ნებისმიერი ტიპის სინათლე. რეკომენდებულია ძილისთვის განკუთვნილი თვალის ნიღაბიც;
  • რელაქსაციისთვის ძილის წინ დალიეთ პიტნის ან გვირილის ჩაი.


)