" გიორგი გურასპაშვილი და მისი მოადგილე თბილიში წაიყვანეს მათ კორუმპირებულ ქმედებებზე" - ზაზა მეხრეშვილი


"ქართული ოცნების" ხაშურის შტაბში მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გურასპაშვილი, სცემეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ოცნებიდან", ზაალ დუგლაძემ, შეიტყო, რომ არჩევნები პირველსავე ტურში ვერ მოიგო. მან გურასპაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხაშურის სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

"ხალხი ამბობს გუშინ გიორგი გურასპაშვილი და მისი მოადგილე თბილიში წაიყვანეს მათ კორუმპირებულ ქმედებებზე.

დუგლაძის მარჯვენამ გაჭრა მგონი და ყინულიც დაიძრა. ყველამ საჯარო მოხელემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე ვინც კორუფციაშია ჩართული.

მთელი ხაშურის სახელით მადლობა დუგლაძეს კორუმპირებულებთან ბრძოლაში. მადლობა ღმერთს ერთი კაცი მაინც გამოჩნდა ოცნებიდან ზაზას სახით ვინც ხაშურის რეალობა შეაფასა და პასუხი მოთხოვა კორუმპირებულებს. ძალაადობის მომხრე არ ვარ მაგრაამ გურასპაშვილი უარესს იმსახურებს ხალხისგან."

ხალხი ამბობს გუშინ გიორგი გურასპაშვილი და მისი მოადგილე თბილიში წაიყვანეს მათ კორუმპირებულ ქმედებებზე. დუგლაძის...

Posted by ხაშური ჩემი ქალაქია on სამშაბათი, 03 ნოემბერი, 2020

)