"დურუ" მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გაერთიანებული რეგიონული ლიგის ჩემპიონია


ხაშურის სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი "დურუ" მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გაერთიანებული რეგიონული ლიგის ჩემპიონია.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხაშურის „დურუ“ და გორის „გარეჯვარი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში „დურუმ“ მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია და რეგიონული ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ხაშურის საფეხბურთო გუნდი უკვე მეორედ მონაწილეობს გათამაშებაში და ორივე ჯერზე რეგიონული ეტაპის მოგება შეძლო.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებას უსურვებს „დურუს“ შემდგომ ასპარეზობებში.


)