ძიუდოისტები, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ


23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიის ქალაქ პორეჩში იმართებოდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ.

81 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა. 90 კილოგრამში კი ოქროს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

გელა ზაალიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ხორვატიაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპონატზე ჯამში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.


)