"ცუდი ფეხბურთის ლოგიკა" - კახა კოჟორიძე ეროვნული ნაკრების მატჩებს ეხმაურება


"ცუდი ფეხბურთის ლოგიკა:

1. ფეხბურთელებმა ის გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მიუღებელია მათი გინება.

2. მეტი რომ გააკეთონ, უკეთესი ფეხბურთელები გვჭირდება.

3. კურუმპირებული ფედერაციის პირობებში, სადაც ჯანსაღი კონკურენციის წესები არ მუშაობს, უკეთესი ფეხბურთელები ვერ გაიზრდებიან (გამონაკლისები იქნებიან).

4. ვის შეუძლია შეცვალოს ეს კორუმპირებული სისტემა? ჩვენ (საზოგადოებას) შეგვიძლია. მაგრამ არ ვცვლით, არ ვიბრძვით...

ხოდა იქნებ საკუთარი თავის კრიტიკით დაგვეწყო!.." - წერს კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში.


)