როგორ ალამაზებს სიყვარული ადამიანებს: ვარსკვლავების მაგალითი


ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სიყვარული დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის განწყობაზე, არამედ ვიზუალზეც. ყველაფერი კი ასე აიხსნებაშეყვარებული ადამიანი ბედნიერია, ბედნიერი ადამიანი კი გაცილებით მომხიბვლელი. ვნახოთ ვარსკვლავების მაგალითიროგორ აბედნიერებს და ალამაზებს საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა.

1. ედ შირანი და ჩერი სიბორნი

Ed Sheeran finally confirmed his marriage to Cherry Seaborn - Insider

ედი და ჩერი ინგლისში, სკოლაში, 11 წლის ასაკში შეხვდნენ ერთმანეთს. ედს მაშინვე მოეწონა გოგონა და მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა, მაგრამ მომავალში მათი ამბავი არც ისე კარგად წარიმართა. ჩერი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, ედი კი ინგლისში დარჩა.

ერთმანეთს 2015 წელს კვლავ შეხვდნენ, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. მაშინ მუსიკოსმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერს გაააკეთებდა ოღონდ კი ჩერის გვერდით ყოფილიყო. ამ შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, ედმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. წყვილი გოგონას, ლირას ზრდის.

2. ნიკოლ კიდმანი და კით ურბანი

Keith Urban on when he knew wife Nicole Kidman was the one

1990 წლიდან ნიკოლ კიდმანს ბედნიერი ქორწინება აკავშირებდა ტომ კრუზთან, თუმცა 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ნიკოლისთვის უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა. ის ტომთან განშორების შემდეგ იმედგაცრუებული იყო და დიდხანს ვერ შეძლო თავიდან შეყვარება.

ჰქონდა ურთიერთობა ტობი მაგუაიერთან, რობი უილიამსთან, ლენი კრავიცთან, თუმცა ყველა ურთიერთობა მალევე სრულდებოდა. ტომ კრუზთან განშორებიდან 4 წლის შემდეგ, ნიკოლმა კვლავ იპოვა ნამდვილი ბედნიერება – 2005 წელს მან კით ურბანი გაიცნო, წელიწადნახევარში წყვილი დაქორწინდა და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.

3. ეშტონ კათჩერი და მილა კუნისი

Mila Kunis and Ashton Kutcher Post Response to Tabloid Saying They Broke Up

ეშტონისა მილას სიყვარულის ამბავი ისეთი რომანტიკულია, რომ ის ჰოლივუდური ფილმის სცენარადაც გამოდგებოდა. ერთმანეთი That ’70s Show- გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მილა მაშინ 14 წლის იყო, ეშტონი კი 19-ის. მსახიობები შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ და მაშინ ვერ შეამჩნიეს, რომ რომანტიკული გრძნობები მათ შორის რეალური იყო.

მოგვიანებით მილამ მაკალაი კალკინთან დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო ეშტონმა დემი მურთან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის მეგობრული ურთიერთობა იყო. როდესაც ეშტონი დემი მურს დაშორდა, მილა მის გვერდით იყო და როგორც მეგობარს მხარში ედგა, მალე ორივემ გააცნობიერა, რომ ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს სცდებოდა. 2015 წელს დაქორწინდნენ და დღეს ორი შვილის მშობლები არიან.


)