Daily Mail: პირბადეების სავალდებულო ტარებამ ტუჩსაცხებზე მოთხოვნა შეამცირა


ტუჩსაცხების გაყიდვები 49%-ით შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. მიზეზი პირბადეების სავალდებულო ტარება გახდა.

სტატისტიკის მიხედვით, ქალები გაერთიანებულ სამეფოში ტუჩსაცხებზე წელიწადში 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს ხარჯავდნენ. პანდემიის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი განახევრდა. სამაგიეროდ, 25%-ით გაიზარდა სამაკიაჟო საშუალებების გაყიდვა. მნიშვნელოვნად იმატა მოთხოვნილებამ ვიზაჟისტთა მომსახურებაზეც.


)