ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერისთვის 546 536 ლარი გამოჰყო


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ფლევში სასმელი წყლის ჭაბურღილის, სატუმბი სადგურის, სათავე ნაგებობის და ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

პროექტით გათვალისწინებულია სოფელ დიდ ფლევშიი 185 ოჯახზე წყალმომარაგების

შიდაგამანაწილებელი ქსელის მოწყობა.

განცადებების მიღება 27 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ტენდერის სავარაუდო შესყიდვის რაოდენობა 546 536 ლარს შეადგენს.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობ(ებ)ის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირ(ებ)თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი/მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტ(ებ)ის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად. ინფორმაცია სპეციალისტ(ებ)ის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2-ის შესაბამისად.


)