შიდა ქართლში გამოკვლეული 343 ნიმუშიდან, 175 კოვიდდადებითია


ბოლო 24 საათში, შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 343 ნიმუშიდან, 175 კოვიდდადებითი აღმოჩნდა. გარდაიცვალა 70 წლის კოვიდდადებითი პაციენტი.

24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 112-მა ადამიანმა დაამარცხა, თვითიზოლაცია კი 51 პირს მოეხსნა.

დღეის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსის 2,352 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 968 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის.

თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 1,954 პირი იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2 370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 763 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროში კი 3 435 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


)