"10 დღეში, კანონით განსაზღვრული, სკოლის დირექტორობის 6 წლიანი ვადა მეწურება"- მორის დანდურიშვილი


" 10 დღეში, კანონით განსაზღვრული, სკოლის დირექტორობის 6 წლიანი ვადა მეწურება...

ხაშურის პირველ სკოლას ყოველთვის ჰყავდა ღირსეული დირექტორები. ამ ფაქტის გამო კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, ამ ხნის განმავლობაში მეხელმძღვანელა პირველი სკოლისთვის. დავიწყე ეს საქმე 2014 წლის 27 ნოემბერს...

მინდა მოკლედ გითხრათ, რის გაკეთება შევძელით ყველამ ერთად 6 წლის განმავლობაში:

მოსწავლეთა რაოდენობა: 2014-ში იყო - 352, დღეს არის - 585;

სკოლის ბიუჯეტი: 2014-ში იყო - 240 000 ლარი, დღეს არის - 648 000 ლარი;

სახელმწიფო შესყიდვების გეგმა: 2014-ში იყო - 7777 ლარი, დღეს არის - 30 000 ლარი;

სკოლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 6 წლის განმავლობაში (საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად) დაიხარჯა 450 000 ლარამდე;

სკოლამ აქტიურად ითანამშრომლა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და 6 წლის განმავლობაში მოიზიდა 30 000 ლარამდე გრანტი, სასკოლო/სათემო პროექტების განსახორციელებლად. მადლობა მათ, მხარდაჭერისთვის!;

ამ ხნის მანძილზე ,,მშვიდობის კორპუსის“ 4 მოხალისეს უმასპინძლა, რამაც სკოლას დიდი გამოცდილება შესძინა;

სკოლამ აიყვანა სპეციალური მასწავლებელი. სკოლაში მოეწყო რესურს-ოთახი და მოხდა მისი აღჭურვა სათანადო რესურსებით;

სკოლაში მოეწყო ინგლისური ენის კაბინეტი და მოხდა მისი აღჭურვა სათანადო რესურსებით;

გაიხსნა მერი ხარაბაძის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელიც აღიჭურვა უკაბელო ინტერნეტით, კომპიუტერებით, განახლდა წიგნადი ფონდი;

სკოლას 2014 წელს ჰქონდა 8 პერსონალური კომპიუტერი, 1 ნოუთბუქი და 1 პროექტორი. დღეს - 22 პერსონალური კომპიუტერი, 25 ნოუთბუქი და 6 პროექტორი;

სკოლის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება უკაბელო ინტერნეტი;

6 წლის განმავლობაში სკოლა დაამთავრა 25-მა მედალოსანმა;

,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ საჩუქრად მიიღო 30-მდე მოსწავლემ;

გაცვლითი პროგრამით ისარგებლა 4-მა მოსწავლემ და ერთი სასწავლო წელი გაატარა აშშ-ში;

სკოლის ფეხბურთის გუნდი ორჯერ გახდა, რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი ადგილის მფლობელი;

6 წლის განმავლობაში მასწავლებელთა 96%-ი პროფესიულად განვითარდა და კარიერული წინსვლის შემდეგ საფეხურზე გადავიდა (სკოლას ჰყავს ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი მასწავლებელი);

გაიზარდა მშობელთა ჩართულობა და მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პროექტი;

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით სკოლა მონაწილეობდა განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ყველა პროექტში (პირველი სკოლა - ,,ახალი სკოლის მოდელის“ პირველ ეტაპზე ჩართულ სკოლათა რიცხვშია);

ამ ხნის განმავლობაში სკოლამ განახორციელა არაერთი პროექტი მეგობარი სკოლის მოსწავლეებთან ერთად;

სკოლაში ჩატარდა ათეულობით სამოდელო გაკვეთილი, უამრავი საკლასო და სასკოლო ღონისძიება და სკოლამ უმასპინძლა არაერთ საზოგადო მოღვაწეს;

სკოლის დირექტორობა ჩემთვის არის შესაძლებლობა - უკეთესობისკენ შევცვალო ის გარემო/თემი სადაც სკოლა მდებარეობს. მუდმივად ვცდილობ, ,,მენეჯერის“ ფუნქციისგან გათავისუფლებას და საგანმანათლებლო ლიდერად ჩამოყალიბებას, რაშიც მეხმარება ,,ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში გავლილი ტრენინგები და ლიდერობის ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციები, რომლებზეც ჩემი მოხსენებებიც იქნა წარმოდგენილი. შევიძინე უამრავი მეგობარი, რომელთა გამოცდილებას ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ. 2020 წელს გავხდი ,,ლიდერობის ეროვნული კონკურსის“ ფინალისტი;

,,პირველი წარმატების ადგილი“ დღეს სხვა სკოლაა... თავისუფალი, სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრზე და მათ საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული. დემოკრატიული კულტურა აქ ღირებულებაა. ეს სკოლა, არცერთ მომავალ დირექტორს არ მისცემს უფლებას, არ განავითაროს სკოლა. ეს ყველაფერი, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით მოვიტანეთ. 6 წელია ამ სლოგანით ვმოქმედებთ - ,,რაც არ მოგწონს ჩვენ გვითხარი. რაც მოგწონს სხვას უთხარი“.

იმედი მაქვს, ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას მეორე ვადითაც შევძლებ (კანონით იძლევა ამის უფლებას), თუმცა ყველა შემთხვევაში - #პირველსკოლელებო ძალიან მიყვარხართ!!!

p.s. ერთი აგური (პირდაპირი გაგებით) მეც დავდე პირველი სკოლის მშენებლობის საქმეში (ფოტო დევს აქ )

მადლობა ჩემს მოსწავლეებს და მათ მშობლებს!

მადლობა ჩემს გუნდს! Tamriko Bojgua

მადლობა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი-Khashuri Educational Resource Centre

მადლობა განათლება ყველასათვის - საქართველო

მადლობა Peace Corps Georgia

მადლობა Society Biliki

მადლობა მშობლები განათლებისთვის Parents for Education

მადლობა სამოქალაქო განათლება ყველასთვის

მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი • Civic Education Teachers Forum

მადლობა Civitas Georgica

მადლობა American Corner Khashuri

მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)

მადლობა პარტნიორ სკოლებს სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლა სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა სსიპ ხაშურის მერვე სკოლა სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლა

მადლობა საზოგადოებას მუდმივი მხარდაჭერისთვის!" - მორის დანდურიშვილი

1️⃣0️⃣ დღეში, კანონით განსაზღვრული, სკოლის დირექტორობის 6 წლიანი ვადა მეწურება... ხაშურის პირველ სკოლას ყოველთვის ჰყავდა...

Posted by Moris Dandurishvili on Wednesday, November 18, 2020

)