მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება


საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის კენჭისყრა 17 ოლქში ტარდება. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

17-ვე ოლქში მეორე ტურში მონაწილეობისთვის საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩევლებს პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატების გვარების გარდა ოპოზიციის კანდიდატების გვარები მაინც დახვდებათ. მეორე ტურში სახელისუფლებო პარტიის გარდა 12 ოლქში გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, 2-ში - „ევროპული საქართველოს“, თითო-თითოში კი „ლეიბორისტული პარტიის“, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები.

მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატები არიან:

#1 მაჟორიტარული ოლქი (მთაწმინდა-კრწანისი): შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) და ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“);
#2 მაჟორიტარული ოლქი (ვაკე): ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) და ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“);
#3 მაჟორიტარული ოლქი (საბურთალო): ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“ და დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“);
#4 მაჟორიტარული ოლქი (ისანი): ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა”) და კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“);
#5 მაჟორიტარული ოლქი (სამგორი): ლევან ხაბეიშვილი („ნაციონალური მოძრაობა”) და სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“);
#6 მაჟორიტარული ოლქი (დიდუბე-ჩუღურეთი): ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“) და გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“);
#7 მაჟორიტარული ოლქი (ნაძალადევი): შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) და მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“);
#8 მაჟორიტარული ოლქი (გლდანი): ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა”) და ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“);
#10 მაჟორიტარული ოლქი (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი): გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა”) და ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“);
#11 მაჟორიტარული ოლქი (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი): ცეზარ ჩოჩელი („ნაციონალური მოძრაობა”) და შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“);
#12 მაჟორიტარული ოლქი (რუსთავი): დავით კირკიტაძე („ნაციონალური მოძრაობა”) და ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“);
#16 მაჟორიტარული ოლქი (ხაშური-ქარელი: ნატო ჩხეიძე („ნაციონალური მოძრაობა”) და ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“);
#21 მაჟორიტარული ოლქი (ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი): კახა გეწაძე („ნაციონალური მოძრაობა”) და ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“);
#23 მაჟორიტარული ოლქი (ქუთაისი): გრიგოლ ვაშაძე („ნაციონალური მოძრაობა”) და ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“);
#27 მაჟორიტარული ოლქი (ზუგდიდი): მალხაზ ჯალაღონია („ნაციონალური მოძრაობა”) და ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“);
#28 მაჟორიტარული ოლქი (ბათუმი): ლევან ვარშალომიძე („ნაციონალური მოძრაობა”) და რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“);
#30 მაჟორიტარული ოლქი (ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო): მიშა ბოლქვაძე(„ნაციონალური მოძრაობა”) და ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“).


)