სოფელ სავანისუბნამდე მისასვლელი გზის მოასფალტება იწყება


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც სოფელ სავანისუბნამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვას ეხება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიამ 842 787 ლარი გამოჰყო.

არსებული გზის მდგომარეობის შესწავლის, გაანალიზებისა და ტექნიკური დავალებების მოთხოვნების საფუძველზე, დამკვეთთან შეთანხმებით, პროექტირებისას მიღებულია შემდეგი ძირითადი პარამეტრები :

საანგარიში სიჩქარე - 30 კმ/სთ

მიწის ვაკისის სიგანე - 6.0 მ

სავალი ნაწილის სიგანე - 4.0-4.5მ

გვერდულების სიგანე - 0.0 – 0.5 მ

სამუშაოს შესრულების ვადა 91 კალენდარული დღე.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სამუშაოების წარმოებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი მიმართვიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში;

პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირეების მიხედვით;

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.


)