ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ მონასტერში ბეტონის გზის დაგების სამუშაოების შესასყიდად ტენდერს აცხადებს


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ მონასტერში ბეტონის გზის დაგების სამუშაოების შესასყიდად ტენდერს აცხადებს.

სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას 625 165 ლარსშეადგენს.

სოფელ მონასტრის საავტომობილო გზა განლაგებულია ხაშურის

მუნიციპალიტეტში დასახლებულ ტერიტორიაზე, მთაგორიან რელიეფში.

საქართველოს სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების

გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არსებული სასოფლო გზების

აღდგენა-რეაბილიტაციას და მათ გამართულ, შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

ამ საავტომობილო გზის მეშვეობით ხორციელდება რუსანთუბნში მცხოვრები

მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ გზასთან და შესაბამისად ქვეყნის

რეგიონებთან.

საპროექტო გზის რეაბილიტაცია - ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება და

საგზაო სამოსის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე

ელემენტებით აღჭურვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საავტომობილო

ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას და შესაბამისად მოსახლეობის

სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

არსებული საავტომობილო გზის საფარი ხრეშოვანია, მაგრამ ძლიერ დაზიანებული

და დაორმოებულია.

აღსანიშნავია, რომ საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას დამატებითი

ინფორმაციის მიღების მიზნით ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა

და პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნა მათი რეკომენდაციები

საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებისას.

საპროექტო გზის ამსახველი ფოტოსურათები შეგიძლიათ იხილოთ

ფოტოილუსტრაციაში.


)