არის თუ არა „კოვიდ-19“ მუტაცია ბავშვებისთვის უფრო საშიში?


14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის მუტაცია ბავშვებისათვის და 19 წლამდე მოზარდებისთვის განსაკუთრებით აგრესიული და საშიშია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„ჩატარებული კვლევები და არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის მუტაცია უფრო მეტად ორიენტირებული და საშიში გახდა ბავშვებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეტად ახასიათებს გადადება, ეს ასევე ბავშვებში გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ლოგიკურია, მაგრამ ის, რომ „კოვიდ-19“-მა მუტაციის შემდეგ შეიცვალა ხასიათი და ბავშვებისთვის მეტად აგრესიული გახდა, არ არის სიმართლე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


)