"ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში" - ირაკლი კობახიძე


დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინი, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების კონტექსტში, საქართველოზე ისაუბრა და მაგალითად 2012 წლის არჩევნები მოიყვანა. მან მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გაიხსენა და განმარტა, რომ არჩევნების მეორე დღეს ექსპრეზიდენტი დაარწმუნეს და ხელისუფლებაში დარჩენა გადააფიქრებინეს. ჯინ შაჰინი თქმით, ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პირზე, რომელიც ამომრჩეველმა აირჩია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და მაგალითად, ხაშურის ინციდენტი მოიყვანა.

„მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურდათ ამ ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა საბოლოოდ მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად. მას მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


)