ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა


კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული გართულებების გამო, ექიმებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა 10 იანვარს დაფიქსირდა.

რაც შეეხება 11 იანვის მონაცემებს, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . რომელთაგან, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე კი მიმდინარეობს ეპიდ კვლევა.

ასევე, რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 72 ადამიანი.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 59 პირს.

რეგიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობა - 4844, მათ შორის - 1155 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა.

სულ აღებული და გაგზავნილი სინჯიების რაოდენობა 76 , ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 1156 ადამიანი.


)