მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ხაშურთან დამეგობრებულ ლატვიის ქალაქ ბაუსკას მიერ ინიცირებულ ონლაინ შეხვედრას დაესწრნენ.


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე და მუნიციპალიტეტის მერიის სხვა წარმომადგენლები ხაშურთან დამეგობრებულ ლატვიის ქალაქ ბაუსკას მიერ ინიცირებულ ონლაინ შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მოლდავეთის ქალაქი სოროკაც, რომელსაც ბაუსკასთან პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მონაწილე ქვეყნებსა და მუნიციპალიტეტებში COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების, პანდემიის პირობებში ჯანდაცვისა და მუნიციპალური სერვისების მიწოდების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის, ტურიზმის პერსპექტივების, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ.

აღინიშნა საერთაშორისო კავშირების შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ონლაინ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, რაც ერთობლივი სამომავლო პროექტების დაგეგმვის კარგი წინაპირობაა.


)