ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

მოასფალტების სამუშაოების ღირებულება 674 229 ლარია. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დინ გრუპი“ ახორციელებს.

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება. შედეგად, 400-ზე მეტი ადგილობრივისა და დამსვენებლის გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

პროექტის დაფინანსების წყარო ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტია.


)