ხაშურში ცენტრალური- ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება


ხაშურში, ცენტრალური- ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება.

ამ ეტაპზე, ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს.

სამუშაოებს ადგილზე ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

მათი განმარტებით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.


)