ხაშურში ქიმერიძეების უბანში მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს


ქალაქ ხაშურში, ქიმერიძეების უბანში მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს.

„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქიმერიძეების უბანში მინი სტადიონი შენდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტში, სპორტული ცხოვრებისთვის, კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება.“-აღნიშნა, სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი, მისი განმარტებით, სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 64 891 ლარს შეადგენს.


)