"ამ ბინძურ პოლიტიკაში სანთელივით მინათებდა გზას ჩემი ხალხის სითბო და სიყვარული" - ხათუნა გელაშვილი


"დილით მახარეს ჩვენსკენ ჩამოთოვაო... დიდხანს ვუყურებდი ფოტოს თოვლიანი სურამის... ვზივარ ჩემს თბილ სახლში სადაც ბევრი სიყვარულია, სიმშვიდე, პატივისცემა, უზრუნველი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, ჩემი ცელქი ფისო მაგრამ მახრჩობს ჩემი სოფლის მონატრება, ჩემი ორღობეები სადაც 4 თვე ვიხეტიალე და არც კი ვიცი აქამდე ასე ძალიან თუ მიყვარდა...

ამ ბინძურ პოლიტიკაში სანთელივით მინათებდა გზას ხალხის, ჩემი ხალხის სითბო და სიყვარული. ეს იყო რაც მაძლევდა ძალას, რაც მახარებდა და რისთვისაც ღირდა თუნდაც მარცხი... სურამში ჩამოთოვაო... ჩემს გულში ჯერ ვერ გადაიკარა თქვენმა მონატრებამ, ყველა მახსოვხართ ვისი ოჯახის კარიც შემიღია, ვისი ღიმილიანი სალამიც დამხვედრია, ვისთვისაც ხელი ჩამომირთმევია, მახსოვხართ და მიყვარხართ მე თვენ... აუცილებლად გათენდება ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში როცა პატარა მიწის ნაჭერს მოვიზომავ ჩემს მშობლიურ კუთხეში, სადაც ბავშობიდან გამოყოლილ ოცნებას ავიხდენ, დავტოვებ ხმაურინ ქალაქს, თბილ ლამაზ სახლს, პატარა ხის ქოხს შევკრავ და დავესახლები, დავბრუნდები ბავშობაში და სარკეში ყოველ დილით ჩემს თავს ვეტყვი, ახალი დღე იწყება ახალი იმედების საწინდარი და ყოველი ძილის წინ ისევ ვეტყვი საკუთარ თავს, აბა მე დღეს ვის რა ვარგე..." - ხათუნა გელაშვილი, თავოსუფალი საქართველოს წარმომადგენელი ხაშურისა და ქარელის ოლქში.

დილით მახარეს ჩვენსკენ ჩამოთოვაო... დიდხანს ვუყურებდი ფოტოს თოვლიანი სურამის... ვზივარ ჩემს თბილ სახლში სადაც ბევრი...

Posted by ხათუნა გელაშვილი on Sunday, November 22, 2020

)