10 საინტერესო ფაქტი ბლექ ლაივლის შესახებ
ბლეიკ კრისტინა ლაივლი, იგივე ბლეიკ ლაივლი დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს და გახლავთ ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ბავშვობიდან ოცნებობდა სწავლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში გაიზარდა. მისი ძმა, ერიკი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც სამსახიობო კარიერისკენ უბიძგა მას. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სატელევიზიო შოუს ‘ჭორიკანას’ წყალობით. დღესდღეობით კი ბლეიკი 21-ე საუკუნის სტილის აიქონის წოდებას ატარებს და გახლავთ ერთადერთი სელებრითი, რომელიც საკუთარი გემოვნებით ირჩევს სამოსს წითხელ ხალიჩაზე თუ სხვა ივენთებზე. მოდით გავიგოთ გაცილებით მეტი მშვენიერი და თავმდაბალი ბლეიკის შესახებ და გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.
გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მსახიობის შესახებ :
1. ბლეიკის მამა გახლავთ მსახიობი და რეჟისორი, ხოლო დედა კი ახალი სახეების და ნიჭიერი ადამიანების აღმომჩენი.
2. ბლეიკის ძმა ერიკი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც აიძულა ლაივლი გამხდარიყო მსახიობი და ამ სფეროში საკუთარი თავი გამოეცადა. ის გამუდმებით რეკავდა სხვადასხვა სააგენტოებში და აგზავნიდა ბლეიკის მონაცემებს. თავად ლაივლის კი სურდა ესწავლა და სტენფორდის უნივერსიტეტში ჩაებარებინა, თუმცა როდესაც აგენტები რეკავდნენ და მას გასაუბრებაზე იბარებდნენ უარს ვერ ეუბნებოდა.
3. ფილმ ‘The Sisterhood of the Traveling Pants’-ში ბრიჯიტის როლი ქასთინგის გარეშე მიიღო. ის უბრალოდ შევიდა შესარჩევოთახში და თავისი ფოტო დაუტოვა მათ. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ ბლეიკმა იხუმრა, თუმცა როდესაც ოთახი დატოვა ყველამ ერთხმად აღიარა, რომ სწორედ ეს გოგონა სჭირდებოდათ ბრიჯიტის როლზე.
4. ერთ-ერთი მისი ჰობი გახლავთ საჭმლების კეთება. მან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაიარა მზარეულისთვის საჭიროგაკვეთილები.
5. საერთაშორისო აღიარება მოუტანა სუპერპოპულარულმა სატელევიზიო შოუმ ‘ჭორიკანა’, სადაც მოდური და ყველასთვის სასურველი სერენა ვან დერ ვუდსენი განასახიერა.
6. სამოსი, რომელიც ბლეიკის პერსონაჟს სერენას სერიალში ემოსა ძვირადღებულ მაღაზიებში იყიდებოდა.
7. 2007 წელს მან ურთიერთობა დაიწყო ‘ჭორიკანას’ პარტნიორთან პენთან, თუმცა ისინი სერიალის დასრულებამდე დაშორდნენ.
8. 2010 წლის დეკემბერში, მან ჯესიკა ალბასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ‘The Lonely Island’-ის კლიპში ‘I Just Had Sex’.
9. მისი საყვარელი ფერია ვარდისფერი.
10. ბლეიკმა მეუღლე რაიან რეინოლდსი ‘Green Lantern’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო. იმ დროისთვის რაიანი ქორწინებაში იმყოფებოდა სკარლეტ იოჰანსონთან, ხოლო ბლეიკი კი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდებოდა.
2012 წლის აპრილში, ბლეიკმა და რაიანმა, ნიუ-იორკში სახლი იყიდეს, რაშიც 7,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
მათ საიდუმლოდ იქორწინეს 2012 წლის 9 სექტემბერს, სამხრეთ კაროლინაში. ქორწილს მათი უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ 70 კაცის შემადგენლობით. საღამო მუსიკალურად გააფორმა ბლეიკის უახლოესმა მეგობარმა ფლორენს უელშმა.