ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის საახალწლო მორთულობებისთვის 30 000 ლარი გამოჰყო


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია წინაასახალწლო სამზადისს იწყებს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიამ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საახალწლო გაფორმებითი სამუშაოების მასალის შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვისთვის, 30 000 ლარი გამოჰყო.

პრეტენდენტი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი ხარისხიანი საქონელი, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას არსებული დეფექტები საკუთარი ხარჯით.

ასევე, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მასალების ტრანსპორტირება ქალაქ ხაშურში.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა შესრულდეს.

ფოტო : არქივი


)