ორსულებისთვის ხმაურიან გარემოში ყოფნა არასასურველია


ფრანგმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხმაური უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ამას გარდა, ხმაური აღიზიანებს და აქვეითებს სმენას, ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. მეცნიერებმა გაანალიზეს 2004-2016 წლებში დაბადებული ბავშვების მონაცემები. სპეციალისტებმა იცოდნენ სად ცხოვრობდნენ დაბადებული ბავშვების დედები, რაც იძლეოდა იმის საშუალებას რომ შეეფასებინათ რაიონში ხმაურის დონე.

ხმაურის წყარო იყო მსხვილი სატრანსპორტო მაგისტრალი და თვითმფრინავი. აღმოჩნდა, რომ მაღალი დონის ხმაურის რაიონში, მაგალითად აეროპორტების გვერდით, 22% -ით მაღალი იყო წონის დეფიციტით ბავშვის დაბადების რისკი.
ხმაური აძლიერებს ტვინში იმ ზონას, რომელიც სტრესული პასუხის დროს აქტიურდება. ეს იწვევს სისხლძარღვებში ანთების განვითარებას.

თუ ადამიანი ხმაურის მაღალი დაბინძურების პირობებში იმყოფება, მას გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების მომატებული რისკი აქვს.


)