"ხაშურში ამბობენ, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია" - ზაზა მეხრიშვილის მიმართვა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას


სამოქალაქო აქტივისტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს :

"ხაშურში ამბობენ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია. დამიჯერეთ ორი თავი არავის არ აქვს. თუ სწორად მიუდგებით საკითხებს კანონის ფარგლებში. ყველაფერი გამოვა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

1. სასწრაფო წესით მოხდეს უკანონო შეღობვების აღება ბორჯომის ქუჩაზე და სხვა ბიზნეს ტერიტორიებზე.

2. მოვითხოვთ უსაქმური ხალხის გაშვებას აიპებიდან.

3. სასწრაფო წესით დაწერონ განცხადებები. მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიდ ქურდაძემ და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა. აგრეთვე ყველა ის პირი რომლებიც ბიზნეს მიწებს სპორადულად უმტკიცებდნენ საჯარო მოხელეებს ყოფილი მერის დავალებით. .(გვარებს შეგნებულად არ ვწერ იქნებ გეყოთ ნამუსი)

ეს პიროვნებები წლების განმავლობაში ასრულებდნენ უკანონო ქმედებებს და ეს ყველამ ვიცით.

წადით სანამ დროა ბატონებო, შემდეგში სანანებელი რომ არ გაგიხდეთ."

ხაშურში ამბობენ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია. დამიჯერეთ ორი თავი არავის არ აქვს. თუ სწორად მიუდგებით საკითხებს...

Posted by ხაშური ჩემი ქალაქია on Wednesday, December 9, 2020

)