კლასიკური ჩიზქეიქის რეცეპტი


ჰაეროვანი დესერტი, რომელიც ძალიან ცნობილია მთელს მსოფლიოში.

მისი მომზადება მარტივია, არ შეუსინდეთ ექსპერიმენტებს და დაიწყეთ ახლავე.

ინგრედიენტები

კორჟისთვის

  • ფხვიერი ორცხობილა 180გ
  • კარაქი 80გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • ხაჭოს ყველი 500გ
  • შაქარი 140გ
  • ნაღები 33% 120გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი 1/2 ჩაის კოვზი
  • ერთი ლიმონის ქერქი

მოსასხმელად

  • არაჟანი 150გ
  • ლიმონის წვენი 1-2 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
  2. დაფხვენით ორცხობილა.
  3. ორცხობილას დაუმატეთ შაქარი და გამღვალი კარაქი.
  4. დაიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
  5. გამოსაცხობ ფორმაში (მე ვიყენებ 22სმ დიამეტრის მქონეს) ჩაყარეთ ორცხობილა.
  6. დატკეპნეთ და გადაანაწილეთ მთელს ფირმაზე.
  7. მოათავსეთ ღუმელში 10 წუთი. დაელოდეთ გაგრილებას.
  8. არ გამოაღოთ ღუმელი.
  9. მოვამზადოთ კრემი. ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოტახის ტემპერატურის.
  10. ხაჭოს ყველი ათქვიფეთ მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე.
  11. მოაყარეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
  12. შემდეგ მასას დაუმატეთ კვერცხი, თითო-თითოდ და ათქვიფეთ.
  13. დაუმატეთ ნაღები და მოურიეთ (არ ათქვიფოთ).
  14. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის ქერქი და მოურიეთ.
  15. მიღებული მასა მოასხით ფორმაში არსებულ ორცხობილას.
  16. შეანჯრრიეთ ფორმა, რათა თანაბრად გადანაწილდეს მასა.
  17. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი, შემდეგ 120 გრადუსზე 50 წუთი.
  18. გადმოიტანეთ ფორმიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  19. ამასობაში მოამზადეთ მოსასხმელი.
  20. არაჟანს დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და მოურიეთ.
  21. მიღებული მასა მოასხით ნამცხვარს.
  22. ნამცხვარი მოათავსეთ მაცივარში 6 საათი (უმჯობესია მეტი).

წყარო : gastronomia.ge


)