ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა, - ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"ფულადი ჯილდოები გადაეცათ:
საქართველოს ჩემპიონს ქართულ ჭიდაობაში გიორგი ქიტიაშვილს , მწვრთნელს- მალხაზ ნოზაძეს.
საქართველოს ჩემპიონს ძიუდოში, ლაშა ჩადუნელს, მწვრთნელს- ბეგლარ ხარშილაძეს.
საქართველოს ჩემპიონებს თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი ნოზაძეს, ლაშა ლომიძეს, მწვრთნელებს-გიორგი კვინიკაძეს, ვახტანგ კვინიკაძეს.
ევროპის ჩემპიონს ახალგაზრდებში, თელავივის გრანპრის და ევროპის მე-3 პრიზიორს-ლუკა მაისურაძეს, მწვრთნელს- ბეგლარ ხარშილაძეს.
ევროპის ჩემპიონს რაგბში გურამ გოგიჩაშვილს, მწვრთნელს-დავით სტეფანოვს.
საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელებს: ბეგლარ ხარშილაძეს, ბუხუტი ბუხრიკიძეს, ვახტანგ კვინიკაძეს და გიორგი კვინიკაძეს.
დაჯილდოების ორგანიზატორები იყვნენ მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსხური, ხაშურის სასპორტო სკოლა. - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.