ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო მომსახურეობას 22 ათას ლარად შეისყიდის


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო მომსახურეობისთვის 22 781 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას;

მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან, გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს:

ა) საქართველოს რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

ბ) საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 17:30 საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 12:00 საათისა.


ხაშურის როკ ჯგუფი - Spam Jam
)