როგორ გავარჩიოთ კორონავირუსი გაციებისგან


ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება გაციების რისკი. როგორ გავარჩიოთ კორონავირუსი ჩვეულებრივი გაციებისგან? ამის შესახებ ბრიტანული სამედიცინო ონლაინ სერვისის ექიმმა, დენიელ ციჩიმ ისაუბრა.

„ზამთარი და სეზონური გრიპების პერიოდი გვიახლოვდება. გაციებისა და კორონავირუსის ერთმანეთისგან გარჩევა ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე საფუძვლიანი განსხვავება ამ ორ დაავადებას შორის.

უკანასკნელი სიმპტომი როგორც წესი გაციებასთან კავშირში არ არის. გარდა ამისა, ცემინება და სურდო COVID-19-ის სიმპტომებს არ განეკუთვნება, ასე რომ თუ სურდო გაწუხებთ, უბრალოდ გაციებული ხართ და სანერვიულო არაფერია. მართალია ხველა გაციებასაც ახასიათებს, თუმცა კორონავირუსს მხოლოდ მშრალი ხველა ახასიათებს. ყველაზე რთულად ამოსაცნობი სიმპტომი – სიცხეა. ამ შემთხვევაში მიმართეთ თვითიზოლაციას და აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი”. – ამბობს ექიმი ციჩი.


)