უხვმა ნალექმა ხაშურში პრობლემები შექმნა


გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსულმა უხმვა ნალექმა ქალაქ ხაშურსა და სურამში პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა გზები და ინფრასტრუქტურა.

მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. იტუმბება წყალი, იწმინდება ქუჩებში არსებული ჭები და სტიქიის შედეგად ჩახერგილი სანიაღვრეები.

სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“ , გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

Image may contain: one or more people, people standing, shoes and outdoor


)