სოფელ ქვიშხეთიდან სოფელ ტაშისკრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს


ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთიდან სოფელ ტაშისკრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ქვიშხეთი-ტაშისკრის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა ხორციელდება.

სამუშაოები მთლიანად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1066884 ლარს შეადგენს.


)